„ნუ ელოდებით, რომ კობახიძე და მდინარაძე უხერხულში ჩაცვივდებიან ტყუილში ყოველი მომდევნო მხილების გამო“ – დათო გორგილაძე

ჟურნალისტი, მწერალი დათო გორგილაძე:
„ნუ ელოდებით, რომ და მდინარაძე უხერხულში ჩაცვივდებიან ტყუილში ყოველი მომდევნო მხილების გამო.
გუშინ მადლობა გადაუხადეს 5 ქვეყანას;
ხუთიდან სამმა შემოუთვალა, ხომ
არ გძმარავთო;
დღეს თქვეს, რომ აიძულეს მხარდაჭერის უარყოფაო.
ხვალ, თუ დასჭირდებათ, იტყვიან, რომ ესპანეთი, იტალია და რუმინეთი, როგორც ქვეყნები, საერთოდ არ არსებობენ – ცრუ ისტორიკოსების მოგონილი სახელმწიფოებია, კარტოგრაფებს კი გლობალური ომის პარტიამ ფული გადაუხადა რუკებზე მათი დატანისთვის.
მათი სინდისი ფეხსაცმელივითაა – რაც უფრო ცვდება, მით უფრო ნაკლებად უფრთხილდებიან და ტალახის გუბეებშიც უდარდელად დააბიჯებენ.“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ