ნუ დაუდგებით ფარად იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ერთხელ უკვე სისხლში ჩაახშო თქვენნაირი ახალგაზრდების სიცოცხლე

ნუ დაუდგებით ფარად იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ერთხელ უკვე სისხლში ჩაახშო თქვენნაირი ახალგაზრდების სიცოცხლე
„თავისუფლებისთვის ღირს ბრძოლაც და თავგანწირვაც, მაგრამ თქვენ ეს არ გჭირდებათ. თქვენ უკვე ცხოვრობთ თავისუფალ საქართველოში და ეს ჩვენი თაობის ბრძოლით არის მოპოვებული. თქვენ უნდა განამტკიცოთ სუვერენიტეტი და ცოდნით იბრძოლოთ ქვეყნის განვითარებისთვის“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ჩიბურდანიძემ აღნიშნა, ის ადამიანები, ვინც საქართველო რუსეთს მიჰყიდა, ევროპულ გზაზე ქართველ ახალგაზრდებთან ერთად ვერ ივლიან.
მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა აუცილებლად გახდება, თუმცა, იმ ხალხის თაოსნობით, ვისაც ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავარს.
“პარტიული აქტივის გარდა რუსთაველზე დგას გულწრფელი ახალგაზრდობა, რომელმაც არ იცის, რისი გამკეთებლები იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები წარსულში. ყველა თაობას სურს განიცადოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი, ესაა დღესაც, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ქვეყანამ თავისუფლების ნაცვლად, სრული მონობა მიიღოს. მივმართავ ამ ახალგაზრდებს: ევროპულ გზაზე ვერ ივლით მათთან ერთად, ვინც საქართველო რუსეთს მიჰყიდა. ევროპული გზა განვითარების, სუვერენიტეტის, განათლების და ეროვნული იდენტობის გზაა. ამ გზაზე მყარად მიგვყავს საქართველო უკვე რამდენი წელია და სწორედ ამას უპირისპირდება ის ოპოზიცია, ვინც ცდილობს დღეს თქვენი გულწრფელი ემოციის გამოყენებას.
თავისუფლებისთვის ღირს ბრძოლაც და თავგანწირვაც, მაგრამ თქვენ ეს არ გჭირდებათ. თქვენ უკვე ცხოვრობთ თავისუფალ საქართველოში და ეს ჩვენი თაობის ბრძოლით არის მოპოვებული. თქვენ უნდა განამტკიცოთ სუვერენიტეტი და ცოდნით იბრძოლოთ ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის თქვენი თაობის ვალდებულება. საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ოღონდ არა იმ ხალხის თაოსნობით, ვინც დღეს წინ მიგიძღვით, არამედ, იმ გზის გაგარძელებით, რომელსაც ნამდვილად მივყავართ ევროპისკენ.
ნუ დაუდგებით ფარად იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ერთხელ უკვე სისხლში ჩაახშო თქვენნაირი ახალგაზრდების სიცოცხლე და უარესს გააკეთებენ ხვალ, თუკი ძალაუფლებას კვლავ ხელში ჩაგდებენ. ნუ გახდებით მათი ბინძური პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი. მჯერა თქვენი გონიერების და იმ სულისკვეთების, რასაც ევროპულ გზაზე სწორი გზით სიარული ჰქვია“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
Previous: საღი აზროვნებისგან დაცლილის შთაბეჭდილებას ტოვებს

ასევე დაგაინტერესებთ

ამერიკის მხრიდან პირობად სამართლიანი არჩევნების ჩატარების წამოყენება უადგილოა, რადგან მმართველი გუნდი ისედაც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას აპირებს და არავითარი საჭიროება არჩევნების გაყალბების არ აქვს

მიხაელ როთმა, მას შემდეგ რაც, დაინახა, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მის სიტყვებს არ ეთანხმებოდა შეცვალა რიტორიკა და თქვა, რომ არ არის გამორიცხული, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგოსო