ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული

საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია ცხოვრობს სამართალდამცველების მობილიზებაა.
პოლიციის წარმომადგენლები არ პასუხობენ ჟურნალისტების კითხვებს, თუ რას უკავშირდება პოლიციის მობილიზება, შესაბამისად, უცნობია, კონკრეტულად რა ღონისძიებები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ამავე კორპუსში ცხოვრობს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მურთაზ ზოდელავაც.
“ინტერპრესნიუსი” დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშიც ცდილობს, თუმცა ამ დრომდე ინფორმაცია არც უწყებიდან მოგვეწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ

გოჩა მირცხულავა: როგორ ფიქრობთ, 2008 წელს რუსეთს საქართველოს სრული ოკუპაცია რომ მოეხდინა, რა მოხდებოდა? გგონიათ, ქვეყნის პირველი პირი აუცილებლად ვორონცოვი, ვოლკოვი, ივანოვი ან პეტროვი იქნებოდა?