ნუცა ცქიმანაური, 2 შვილის დედა, საფეხმავლო გამყოლი, გიდი:
ვინც მიცნობთ, იცით, რომ შრომა არასოდეს დამზარებია, არც ფიზიკური და არც გონებრივი. იმიტომ რომ გასიგრძეგანებული მაქვს – თუ არ ვიშრომებ, არც არაფერი მექნება საჭმელი.
საჭმელს იმიტომ ვწერ შეგნებულად, რომ ჩემი და ჩემი ქმრის გიჟური შრომის მიუხედავად, საკვების გარდა, ფაქტობრივად აღარაფერზე გვყოფნის შემოსავალი.
მარტო ჭამა ხო არ არის? 2 პატარა ბავშვი გვყავს და უამრავი საჭიროება აქვთ.
მაგრამ საკვები მაინც მთავარია – რძე, კვერცხი, ხორცი, ფრინველი, თევზი, ყველი, ახალი ბოსტნეული და ხილი, ბურღული – ეს როგორ შევუზღუდოთ? პატარა ბავშვებს რანაირად არ ვაჭამოთ საჭმელი, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბოს ამ პატარა ადამიანების ორგანიზმი და მომავალი განსაზღვროს?! ჯერ ის არ გვეყო ჩვენს თაობას, ტრავმად რომ გვაქვს, დედები მხოლოდ თევზის თავებს რომ ჭამდნენ, ოღონდ ჩვენ დიდი ულუფა გვრგებოდა.
სპორტულ წრეებს რომ თავი დავანებოთ, რაც ბავშვის ფიზიკური განვითარებისთვის აუცილებელია, ათასი რამეა კიდევ – ფეხი სწრაფად ეზრდებათ და ხარისხიანი ფეხსაცმელი სჭირდებათ, ტანსაცმლის ნაწილს ჯერ ისევ მეგობრები გვჩუქნიან და დიდი შეღავათია, თუმცა ნაწილის ყიდვა გვიწევს.
ეხლა საზაფხულო ბანაკები, რომელიც ოთურბიზი ღირს.
წელიწადში ორჯერ დასვენება – ზამთარში და ზაფხულში ჩვენს შვილებს აწყენთ, თუ მხოლოდ ქოცი ჩინოვნიკების შვილებს ერგებათ დედის რძედ?
დაბადების დღეებზე საჩუქრები? ახალ წელს?
ბავშვი თუ ავად გახდა და წამლები დასჭირდა? იცით რა ღირს ერიუსი ფასდაკლების გარეშე? 33 ლარი. შარშან 21 ლარი ღირდა. ფენისტილი 17 ლარამდე ღირს, პანთენოლი 20 ლარამდე. სასწრაფო პედიატრის გამოძახება ბინაზე 100 ლარო. პოლიკლინიკაში მოსვლა უმეტესად უფასო, მაგრამ 1 ჩივილით თუ მიხვედი, ხუთით დაბრუნდები უკან, იმიტომ რომ არც შენობები ნიავდება და რიგებიც არაორგანიზებულია.პანდუსებს და საპირფარეშოებს საერთოდ არც ვახსენებ.
ბანკები? იპოთეკა?
ეხლა მოდი კინოში წასვლა ვიკითხოთ.
ანდა კაფეში, უბრალოდ პიცა და წვენზე.
ან პარკში გასეირნება,
ან ლისის ტბაზე.
ან დედაენაში.
ყველგანაა ბავშვისთვის მომხიბლავი სასუსნავი – ნაყინი, პოპკორნი, ჰოთდოგი.
რამდენ მშობელს შეუძლია გასწვდეს ამ ყველაფერს? ვინც ვერ წვდება, უბრალოდ სახლში ჰყავს ბავშვები და ათას მიზეზს იგონებს, რომ პარკში ატრაქციონების მარშრუტს, ნაყინს, ფერად-ფერადი სათამაშოების დახლებს აარიდოს ბავშვები.
იმ ხალხს საერთოდ აღარც ვახსენებ, სპეციალური საჭიროებების შვილები რომ ჰყავთ და სახელმწიფო არაფრით არ ეხმარება. ქედს ვიხრი მათ წინაშე!
მარტოხელა დედების შრომა და შუაზე გაგლეჯვა, რომ თავიც არ დაკარგონ სამსახურთან ერთად, ნევროზიან მშობლებად არ იქცენ და თან ბავშვებს არაფერი მოაკლონ.
მერე დადგებით და მშობლებს დაგვამუნათებთ, ბავშვებს მშობლების ყურადღება აკლიათო. მოდი, ხელფასები და პროდუქტების, სერვისების ფასები იყოს ერთმანეთის საპირწონედ ადეკვატური და ვინც სახლში არ დაჯდეს და ნახევარ განაკვეთზე არ იმუშაოს, ის იყოს კობახიძე!
ჩემს გარშემო მშობლების უმეტესობა უბრალოდ იმიტომ ვმუშაობთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ამ ყველაფერს და კიდევ მეტ დაუგეგმავ ხარჯს გავწვდეთ და ამის ფონზე ვერანაირ დანაზოგს ვერ ვაკეთებთ. უბრალოდ შეუძლებელია. და მერე ეს მუდმივი შფოთვა და არასტაბილურობის განცდა საერთოდ მანგრევს და ასე შფოთსა და ნერვიულობაში გადის ახალგაზრდობა და სიცოცხლე.
არადა მეც მინდა მოგზაურობა, სამყაროს ნახვა, უშფოთველად ფულის ხარჯვა და არა იმაზე ღელვა და ანგარიში, ჩემი 1 მოგზაურობა რამდენი თავი ხორციანი სადილი დაჯდებოდა.
არ მინდა “სუპი მექნება სუპს შევჭამ” ცხოვრება! ტორტი მინდა, ლამაზი მარწყვის ტორტი, რომელსაც ვიმსახურებ მეც, თქვენც, ჩვენი შვილებიც და მშობლებიც! ერთხელ ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე და არ მინდა მარტო შრომაში ამომხდეს სული. ქოცებს ამოხდეთ სული შრომაში და ოლიგარქებს, მეც მინდა ცხოვრება, ხალისიანი და უზრუნველი, უშფოთველი ძილი ნევროზალის გარეშე.
ცხოვრების დაბალი სტანდარტი, “სუპს შევჭამ” არ უნდა იყოს ნორმალიზებული, არაა ეს ნორმალური. 4 მილიონიან ქვეყანაში 1 ოლიგარქი და მისი 100 დამქაში და მათი შვილები რომ ჭამენ და დანარჩენები ნერწყვებს ვყლაპავთ, ეს უნდა შეიცვალოს!!! ამ ქვეყანას აქვს უდიდესი პოტენციალი, სიღარიბე დავძლიოთ და ყველამ ნორმალურად ვიცხოვროთ, ნაღების კარაქზე ოცნების გარეშე. რამდენი ადამიანი გახსენდებათ, ვისაც ფასდაკლებაზეც არ შეუძლია 82%-იანი კარაქის ყიდვა და შვილს ონას მარგარინს აჭმევს? მე ბევრი ვიცი ეგეთი.
ჩემი მეგობრები სულ მეპატიჟებითხოლმე, ჩამოდი, შენი არაფერი მინდაო. ძალიან მადლიერი ვარ, უზომოდ. მაგრამ მეც ხომ მაქვს თავმოყვარეობა, მე ხომ ვმუშაობ, ისევე როგორც თქვენ და ყველა სერვისი და შრომა თავის ანაზღაურებას საჭიროებს.
აი, საერთოდ ყველაფერს ფასდაკლებაზე ვყიდულობ, კინოს ბილეთებს და პოპკორნსაც კი.
წინასწარ ვნახულობ ფბ გვერდებზე სადაა ფასდაკლება და მაგის მიხედვით ვადგენ მენიუს და ვაკეთებ რეზერვებს.
ქართველებს არ გვიყვარს ამაზე ლაპარაკი, იმის თქმა, რომ გვიჭირს, ტეხავს ჩვენს სოციუმში. არადა საერთოდ არ ტეხავს, არაა სირცხვილი როცა შრომობ და გასავალი შემოსავალს ასწრებს. იმიტომ რომ ეს ჩვენი ბრალი არ არის, ესაა უნიათო და ჩამპალი სახელმწიფო სისტემის ბრალი, სადაც 5 ჭამს და 100 შესცქერის.
საერთოდ არ მრცხვენია, ამას რომ ვწერ. მაშინ შემრცხვებოდა, უშრომელ ფულზე რომ ვწუწუნებდე და ატკატით და პირფერობით ვშოულობდე სარჩოს.
პროდუქტები ისეა გაძვირებული, შოკი მჭირს და მინდება ყველა ქოცს დაგაწიწკნოთ თმები, ვინც ტელევიზორში ეკონომიკის დუღილზე ქადაგებთ.
მოდი, გადით ქუჩაში – მეტროებთან, ისანში, ვაგზალზე, რეგიონებში, ავტოსადგურებზე და მშიერ ხალხს მოუყევით ეგ ზღაპრები.
ამოწყდით ქოცებო! 

ცეცხლი ოლიგარქიას!!!