ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე 21-ე ადგილზე გავიდა

საქართველოს წარმომადგენელმა ნუცა ბუზალაძემ ევროვიზიის 2024 წლის კონკურსის ფინალურ შოუში საქართველოსთვის ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.
ნუცა ბუზალაძემ, რომელიც საერთაშორისო კონკურსზე წარსდგა სიმღერით „მეხანძრე“ და 21-ე ადგილი დაიკავა. კონკურსის გამარჯვებული გახდა შვეიცარიის წარმომადგენელი. ფინალურ შოუში საქართველოსთვის ყველაზე უარესი შედეგი ამ დრომდე 2016 წელს იყო დაფიქსირებული – მე-20 ადგილი.
საქართველომ ევროვიზიაზე საუკეთესო შედეგი 2010-11 წლებში აჩვენა, როცა ქვეყანა კონკურსზე წარმოადგინა სოფო ნიჟარაძემ და ჯგუფმა „ელდრაინი“. ორივე წარმომადგენელმა ამ კონკურსში, სხვადასხვა წელს, მე-9 ადგილი მოიპოვა, რაც, ჯერჯერობით, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგია.
ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული მონაწილე შვეიცარიიდან:

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ