ნუცა ბათიაშვილი: რატომ არ უნდა წახვიდეთ არჩევნებზე?

ანთროპოლოგი, პროფესორი ნუცა ბათიაშვილი:
რატომ არ უნდა წახვიდეთ არჩევნებზე?
ქოცების მთელი პროპაგანდისტული ლოგიკა, თავის ომის შიშით და დიფ სთეითით, დგას ერთ ძირითად ღერძზე – შექმნას ილუზია, რომ „ხალხი“ და „რადიკალური ოპოზიცია“ ორი სხვადასხვა პოლუსია.
მაგალთად, რატომ მოიხსენიებს ყველას, ვინც ქოცების წინააღმდეგაა „ექსტრემისტებად“, „რადიკალებად“ და „უცხოური გავლენის აგენტებად“?
– ექსტრემისტი არის ტერორისტი, ის ვინც მზადაა ააფეთქოს საკუთარი ქვეყანა და ხალხი.
– რადიკალი არის ვისი შეხედულებებიც არაა საზოგადოდ გაზიარებული.
– უცხოური აგენტი ქართულ ეროვნულ წარმოსახვაში არის ისტორიული მოღალატე. მტერზე დიდი მტერი და მავნებელი.
სამივე მიჯნავს ოპოზიციაში მდგომს „ხალხისგან“
ამ დროს, „ხალხი“ მისთვის არის ყველანაირი ძალაფულებისგან, გონიერებისგან და ნებისგან დაცლილი საცოდავი მასა. ამ მასას არ შეუძლია თავის დაცვა. ის მხოლოდ მსხვერპლია. თვითონ ვერაფერს ხვდება, ამიტომ ერთი და იგივე უნდა უმეორო ოცჯერ. ყველა პროვოკაციაზე შეიძლება წამოეგოს და თავისით ვერ განასხვავებს ტერორისტს სამშობლოს პატრიოტისგან. ზომბივით შეგიძლია დაგეშო და ცხვრის ფარასავით შეგიძლია გარეკო, საითაც მოგინდება.
თავადაც იციან, რომ ეს ასე არაა. რომ ქართველმა ხალხმა ზუსტად იცის, რომ ეს არჩვენები არაა. რომ არავის ხმა ხმა არაა ქოცებისთვის, მათი მონათმფლობელის გარდა. ისიც იციან, რომ ხალხიც იმას ფიქრობს, რაც რუსთაველზე მეგაფონებში ისმის. რომ ხალხმა ყველაზე კარგად იცის რა გარყვნილი და ბინძური ძალაცაა ოცნება.
მაგრამ ეს „არჩევნები“ კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტია, რომლითაც –
1) უნდა თვალსაჩინო გახადოს „ხალხის“ და „ოპოზიციის“ სიმულაციური დიქოტომია;
2) და რაც მთავარია უნდა დატესტოს, შეუძლია თუ არა, საითაც უნდა იქით გაგრეკოთ, მიუხედავად თქვენი გაცნობიერებული შეგნებისა.
მოკლედ, ამ არჩევნებით უნდა საბოლოოდ დატესტოს, ბოლომდე წაგერთვათ თუ არა პოლიტიკური ნება, დაემსგავსეთ თუ არა რუსებს და შესაბამისად, საბოლოოდ განგძარცვათ თუ არა „ქართველობის“ ყველაზე ფუნდამენტური თვისებისგან.
ეს ექსპერიმენტია, რომელშიც ფსიქოპათი ექსპერიმენტატორი შუშის სასახლიდან ცქმუტვით დააკვირდება, დაიკარგებიან თუ არა მისი ტყუილების ლაბირნთში ცდისპირები, რომლებსაც თავი ლომები ჰგონიათ და მან გადაწყვიტა, რომ თაგვებად აქციოს.
თუ ძაან გიდნათ, დილიდან უბნებზე მიდით და ხალხს უთხარით, სადაც უნდა იყვნენ 4:00 საათზე!