ნუნიესმა შესაძლოა, კარიერა ლა ლიგაში განაგრძოს

GiveMeSport-ის ინფორმაციით, “ლივერპულის” ფორვარდის დარვინ ნუნიესის შეძენით ლა ლიგის ბინადარი “ატლეტიკოა” დაინტერესებული.
მადრიდულ გუნდს სავარაუდოდ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ანტუან გრიზმანი დატოვებს, რომელიც MLS-ს მიაშურებს და ურუგვაელიც მის შემცვლელად განიხილება.
თავის მხრივ, “ენფილდზე” ნუნიესის შენარჩუნება არც “ლივერპულის” მწვრთნელ არნე სლოტს სურს, რადგან თავდამსხმელს კარგი შედეგები აქვს.
ნუნიესის სატრანსფერო თანხად დაახლოებით 40 მილიონი ევრო სახელდება. მან მიმდინარე სეზონში ჯამში ჩატარებულ 40 შეხვედრაში 7 გოლი შეაგდო.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში