,, ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ასე არ მოხდება?” – სოსო მანჯავიძე

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე:
,,მოკლედ, მალე დაამარცხებს რუსეთს, რუსეთში მოხდება რევოლუცია და ის მარტივ მამრავლებად დაიშლება.
პარალელურად ტაივანის გამო დაარტყამს ჩინეთს. ჩინეთი სასტიკად დამარცხდება და ისიც ჩამოიშლება, ამიტომ რუსეთს მხარს ვეღარ დაუჭერს.
ამასობაში და აშშ კვლავ დაბომბავენ ირანს, ირანშიც რევოლუცია მოხდება და მოლების რეჟიმი დაემხობა.
მერე აშშ თავის ნატოთი დაუვლის ყველა ბრიქსელს და შოსელს, სულ ბრდღვირს გაადენს ორგულობისთვის და ცემა-ცემაში გაადემოკრატიულებს.
თურქეთი შემოვა კავკასიაში, ნატო ააშენებს აქ ბაზებს და ავტომატურად იქ აღმოვჩნდებით, სადაც არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული იგი დაუსრულებელი-ანუ ნატოსა და ევროკავშირში.
და ამ ჟრუანტელის მომგვრელ პერსპექტივას ვინ უშლის ხელს?
ვინ და ოცნება.
ამიტომ ცეცხლი ოლიგარქიას!
ჩვენ უნდა დავასწროთ მოვლენებს და კვლავ გავხდეთ დემოკრატიის შუქურა!
აბა, მერე რა ფასი ექნება ჩვენს ბრძოლას?
მთავარია ეს ღრმად ვირწმუნოთ! ყოველგვარი ეჭვის შეტანა ამ პერსპექტივაში რუსული პროპაგანდის შედეგია!
ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ასე არ მოხდება?
განა ტაბლიაშვილის ავტორიტეტი არაა საკმარისი, რომ ეს ყველაფერი დავიჯეროთ?
და თუ ამ ბრძოლაში დავიღუპებით, მაგალითად, ერთი-ორ კარგ ორეშნიკს მოგვარტყამენ ატომური ქობინით- ეგ არაფერი. გავიხსენოთ რა უთხრა იაკობ ხუცესმა სენაკაპანს-უკუეთუ მოგკლას რაი არს შენდა? არა მისი გაზრდილი ხარა?
განა ევროკავშირმა და აშშ-მ არ გაგვზარდა?
ვისაც ეს არ სწამს, არის რუსეთუმე და მოღალატე!
ძირს პუწინი!“

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე – ღიად ვგულშემატკივრობ, რომ 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში აღარ იყოს, თუ ასე არ მოხდა, გაგრძელდება მრავალრიცხოვანი პროტესტი, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ იგივე კრიზისში იქნება

მარგუს ცაჰკნამ წაიკითხა ევროკავშირისა და 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ერთობლივი განცხადება, რომელიც გმობს რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას