ნუთუ ვერ ხვდებიან ევროპელი ლიდერები, რომ ქართული მართლმსაჯულება დამოუკიდებელია და მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს?

„ძალზედ საწყენია ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირისგან მსგავსი ქმედება. რაც შეეხება ს გადაწყვეტილებას, ის დღეს ოპოზიციის ლიდერი და სხვისი დამკვეთების შემსრულებელია,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი , რომელიც აცხადებს, რომ მიუნხენში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან სალომე ზურაბიშვილისათვის სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნა საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა.
„დღეს, გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენში ჩასულ სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალება მოსთხოვა.
ნუთუ ვერ ხვდებიან ევროპელი ლიდერები, რომ საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევით, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ განაწყენდება? ნუთუ ასე რთულია იმის გაგება, რომ ქართული მართლმსაჯულება დამოუკიდებელია და დამსახურებულად იხდის სასჯელს? რამდენი მტკიცებულება სჭირდება ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ ამაში დარწმუნდნენ? სინამდვილეში, ყველამ კარგად იცის, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, უბრალოდ, ლიბერალების ლობისტებს უცხოეთში ეს არაფრად მიაჩნიათ.
მერე რა, თუ პრეზიდენტი მილიონებს მოჰპარავს საკუთარ ხალხს, ან ქუჩაში ჩაცხრილავს ახალგაზრდებს, ან ქვეყნის ტერიტორიებს აჩუქებს ოკუპანტს და ა.შ. როგორც ჩანს, სააკაშვილის უცხოელი მცველები ასეთ დემოკრატიას აშენებენ. ჩვენ კი, ნამდვილი დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს შენება გვინდა და ამიტომ, ყველაზე მეტად სწორედ პრეზიდენტყოფილმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილ დანაშაულებზე. ძალზედ საწყენია ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირისგან მსგავსი ქმედება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ის დღეს ოპოზიციის ლიდერი და სხვისი დამკვეთების შემსრულებელია. ამიტომ, არ გაგვიკვირდება ამ საკითხშიც მისი მორჩილება გარე ძალების მიმართ,” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას

ზოგ რეკომენდაციას რომ გავყოლოდით, შეიძლება გვქონოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვიქნებოდით ფიზიკურად და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა