“თუ არჩევნებამდე არ გავიმარჯვეთ, არავითარი გამარჯვება თვით არჩევნებზე არ იქნება” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნუგრაზ წიკლაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ვადამდელი, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ პოლიტიკური პატიმრები აღარ იქნებიან ქვეყანაში და ქართველი ხალხის ინტელექტუალური და პატრიოტული ელიტის ხმა იქნება მოსმენილი.
მე მგონი, ჩვენ უნდა გადავრჩეთ, როგორც საზოგადოება და ერთადერთი… მთელმა ქართულმა საზოგადოებამ უნდა თქვას, მათ შორის პოლიტიკურმა საზოგადოებამ უნდა გაანალიზოს, რომ გადარჩება ის, ვისაც ურჩობის ძალა შესწევს ახლა. არა იმით, რომ ივანიშვილის თამაშში რაღაცას მიიღებს მონაწილეობას, ახლა ისევ წამოიწია ამ თემამ, რომ თითქოსდა ეს არჩევნები, თუ არანაირი ცვლილებები არ იქნა, შეიძლება რამის მომცემი იყოს. ეს ხომ არის ბლეფი, ეს ყველასთვის ცხადია.
ერთადერთ შემთხვევაში მოიტანს შედეგებს ეს არჩევნები, თუ პოლიტიკური პატიმრები აღარ იარსებებენ, თუ მზია ამაღლობელი იქნება გარეთ, თუ ზვიად რატიანი იქნება გარეთ, თუ მათე დევიძე იქნება გარეთ, თუ გაგონილი იქნება ქართველი ხალხის მართლა ინტელექტუალური და პატრიოტული ელიტის ხმა. ჩვენ თუ არჩევნებამდე არ გავიმარჯვეთ, არავითარი გამარჯვება თვით არჩევნებზე არ იქნება,” – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.




