ნუგზარ სულაშვილი: მკაცრი განხილვის საგნად იქცა, ორი პატიმრის მიერ ციხიდან გამოტანილი პირადი ნივთების თემა… რაც ხართ უმრავლესობა ის ხელისუფლება გყავთ და მეტს არც იმსახურებთ!

მწერალი, “AFG”-ის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი:
პირდაპირ სასწაულია!
ხომ წარმოგიდგენიათ, არის ამ ცხოვრებაში რაღაც ისეთი, რის ირგვლივაც ხელისუფლების და ოპოზიციის აზრი ერთმანეთს ემთხვევა.
მკაცრი განხილვის, განსჯის და განკითხვის საგნად იქცა, ორი პატიმრის მიერ ციხიდან გამოტანილი პირადი ნივთების თემა და აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდებმა, რომლებმაც წელიწადზე მეტი ციხეში გაატარეს (სამარტოვო საკანში პოლიტიკური სტატუსით), განთავისუფლებისას ჩაიდინიეს “უღირსი საქციელი” და არ გაითვალისწინეს პოტენციური პატიმრების ინტერესები, ანუ ნივთები რომელებიც მათ ციხეში ყოფნის დროს შეიძინეს, არ დატოვეს “მემკვიდრეობით” სხვა პატიმრებისთვის 🙂
უკაცრავად და, როცა ეს ყმაწვილები მოათავსეს საკნებში, მათ დახვდათ “სამემკვიდრეო”? რომ დახვედროდათ აღარ შეიძენდნენ ხო?
კარგი, ამ წვრილმანებს თავი დავანებოთ და სულ ოდნავ მაინც არ გეუხერხულათ (გაგიტყდათ) იმ ნარატივის განვრცობა რაც წულუკიანმა და პოსტივიმ გააკეთა?
როგორ არ დაინდეთ საკაუთარი თანამებრძოლები?!
ჰოდა სულაც არ ვაპირებ ახლა თქვენთვის მორალის კითხვას, გ……..თ ეგრეთწოდებული “ციხის წესები”-ც, “ქუჩური აკადემია”-ც და კრიმინალური რომანტიზმიც!
რაც ხართ უმრავლესობა ის ხელისუფლება გყავთ და მეტს არც იმსახურებთ!

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გამოვიდნენ ბედნიერი, გახარებული სახეებით. რაში მაინტერესებს რა ეჭირათ ხელში, ისე უხაროთ ჩვენი, ხალხის დანახვა. არ დამსხდარან და არ მოუყოლიათ, როგორ სიმწრით დაზარდათ ოჯახებმა…