ნუგზარ სულაშვილი: განა, თუნდაც სულ ამად არ მიღირდა ეს სიცოცხლე? განა, სულ ამად არ ფასობს ადამიანის ღირსება?

“წინაპრებიო…
გამეღიმა…
ხო, მაშინ როდესაც შორეულ 80-იან წლებში კაპეზედან ფსიქიატრიულში და ფსიქიატრიულიდან კაპეზეში დაგვარბენინებდნენ; მაშინ, როდესაც 9 აპრილის ღამეს, ტანკებსა და აღმართულ ნიჩბებს შიშველი ხელებით ვეომებიდით; მაშინ, როდესაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ვიცავდით, ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ დადგებოდა დრო, როდესაც წინაპრები გავხდებოდით. ალბათ ამიტომ ვერ გვაშინებდა სიკვდილი, რადგან გვჯეროდა, ვიცოდით, რომ ჩვენი შვილები, შვილიშვილები და მომავალი თაობები, ჩვენი სახელის წინაშე სამშობლოს ფიცს მისცემდნენ…
განა, თუნდაც სულ ამად არ მიღირდა ეს სიცოცხლე? განა, სულ ამად არ ფასობს ადამიანის ღირსება?
მადლობა ბავშვებო!
ბავშვებო, თქვენ ჩვენზე მაგრებო!
წინაპრებიო…
რაღაცნაირად, სულ სხვანაირად, ძალიან თბილად და უცნაურად გამეღიმა…
მადლობა თქვენ, ამ ღიმილისთვის” – წერს სოციალურ ქსელში AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ