ნოშიკო ნამორაძე – 12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს – ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა!

12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს – ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა! – ასე მიმართა “ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებელმა, ნოშიკო ნამორაძემ ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე.
„12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს. მოგწონს, რაც ში ხდება? მოგწონს? გეკითხები, მოგწონს უკრაინაში რაც ხდება? რა უქნეს ქვეყანას, ნახეთ? იგივე გინდა, რომ აქ იყოს? აწიოკება გინდა ამ ქვეყნის? არ გამოგივა,“ – განაცხადა მან.
ნამორაძემ საქართველოში მიმდინარე აქციების კომენტირებისას განაცხადა, რომ ძალადობის მომხრე არ არის, „მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და მიზანმიმართულობა“.
„ზუსტად ყველაფერი გამიზნულად მოხდა იმისათვის, რომ ახალგაზრდები საზარბაზნე ხორცად დაეტოვებინათ იქ. დატოვეს საზარბაზნე ხორცად… არ ვარ ძალადობის მომხრე, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერს აქვს მიზანმიმართულობა. ახლა ავალ პრემიერთან. რომ ჩამოვალ, გეტყვით ჩემს სათქმელს,“ – განაცხადა ნამორაძემ.
პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავა „ლუკოილის“ სანქცირებაზე – საფინანსო სექტორი განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს, სამი წელია, პრაქტიკულად, არცერთი დარღვევის შემთხვევა არ გვქონია – ამ შემთხვევაშიც ვიმოქმედებთ შესაბამისად, გართულება არ იქნება