ნორიოს საწვრთნელ არეალში, მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების „მტკიცე სული 2025“ დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა

ნორიოს საწვრთნელ არეალში, მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, სამხედროებს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ნორიოს საწვრთნელ არეალში, სწავლების მიმდინარეობის დროს ორი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, გადაბრუნდა ავტომობილი. ამ დროისთვის, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. თავის დაზღვევის მიზნით უტარდებათ კვლევები”, – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
ამერიკელი სამხედროები თავდაპირველად ღუდუშაურის კლინიკაში შეიყვანეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს, პირველადი კვლევების ჩატარების შემდეგ ისინი “მედიქლაბში” გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია