ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების მიერ დამტკიცებული ე.წ. FARA-ს კანონის ამოქმედებას X-ზე განცხადებით ეხმაურება.
ნორვეგია მიიჩნევს, რომ ეს კანონი კიდევ ერთი სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიისთვის.
“ჩვენ ვუერთდებით ევროკავშირის განცხადებას, რომ საქართველოში უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი კიდევ ერთი სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიისთვის. რეპრესიული ღონისძიებები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებს და მისი მოქალაქეების მომავალს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
31 მაისიდან ქართული ოცნების მიერ მიღებული ე.წ. FARA-ს კანონი ძალაში შევიდა. ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, ერთპარტიულმა პარლამენტმა კანონპროექტი 1-ელ აპრილს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო და დაამტკიცა.