ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ სტორე უკრაინაში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს კიევის რკინიგზის სადგურზე ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი დახვდნენ.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, იონას გარ სტორე კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს.
„ნორვეგია ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის ჩვენი ხალხის სოლიდარობისა და მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია