ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპისგან წერილი მიიღო, რომელშიც -ს პრეზიდენტი პრეტენზიას გამოხატავდა იმის გამო, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ვერ მიიღო

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე ადასტურებს, რომ -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მიიღო წერილი, რომელშიც ტრამპი გამოხატავდა პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა ქვეყანამ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია არ გადასცა.

ნორვეგიის პრემიერის თქმით, ნობელის პრემიას არა ნორვეგიის მთავრობა, არამედ ნობელის კომიტეტი გასცემს, რომელიც მთავრობისგან დამოუკიდებელია.

„ნათლად ავუხსენი, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპსაც, რაც კარგად არის ცნობილი – პრემიას დამოუკიდებელი ნობელის კომიტეტი გასცემს“, – აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმა.

იონას გარ სტორეს მტკიცებით, წერილი მიიღო იმ მოკლე შეტყობინების საპასუხოდ, რომელიც მან დღის დასაწყისში პრეზიდენტ ტრამპს მისი და ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის სახელით გაუგზავნა და რომელშიც ის ეწინააღმდეგებოდა ტრამპის გადაწყვეტილებას გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო ევროპელი მოკავშირეებისთვის ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით.

იონას გარ სტორეს განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ „ნორვეგიის პოზიცია გრენლანდიასთან დაკავშირებით ნათელია. გრენლანდია დანიის სამეფოს ნაწილია და ნორვეგია სრულად უჭერს მხარს დანიის სამეფოს ამ საკითხში“.

ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა ნორვეგიის პრემიერს წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ აღარ სჯეროდა „მხოლოდ მშვიდობაზე“ ფიქრის აუცილებლობის.

„იმის გათვალისწინებით, რომ თქვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, არ მოეცა ჩემთვის ნობელის მშვიდობის პრემია 8 პლუს ომის შეჩერებისთვის, არ ვგრძნობ ვალდებულებას, ვიფიქრო მხოლოდ მშვიდობაზე. ახლა შემიძლია ვიფიქრო იმაზე, თუ რა არის კარგი და სწორი შეერთებული შტატებისთვის“, – აღნიშნულია წერილში.