ნორვეგია, შვედეთი და დანია უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესაძენად 420 მილიონ ევროს გამოყოფენ

ნორვეგია, შვედეთი და უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესაძენად 420 მილიონ ევროს გამოყოფენ. ფინანსური დახმარების გაწევა ნატო-ს ინიციატივის ფარგლებში მოხდება. ერთობლივ განცხადებას ნორვეგიის მთავრობა ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნორვეგია შვედეთთან და დანიასთან ერთად ნატო-ს „უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სიის ინიციატივის“ ფარგლებში 420 მილიონი ევროს ღირებულების ამერიკული შეიარაღების სამხედრო პაკეტს დააფინანსებს, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერას ითვალისწინებს.
„ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ უკრაინისთვის იმ დახმარების მიწოდებას, რაც მას ს აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება. როგორც წესი, ეს საჰაერო თავდაცვას, საბრძოლო მასალასა და კრიტიკულ შესაძლებლობებს მოიცავს“, – აცხადებს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი.
მიღებული გადაწყვეტილების გამო ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნორვეგიას, შვედეთსა და დანიას მადლობა გადაუხადა. -„ეს პაკეტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აღჭურვილობასა და ფრონტის ხაზისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებს მოიცავს, რაც უკრაინის პოზიციებს გააძლიერებს და აგრესიის შეკავებაში დაეხმარება, მაშინ, როცა ის მშვიდობისკენ ისწრაფვის“, – აღნიშნავს მარკ რუტე.