ნორვეგია ფინეთის შემდეგ რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვისთვის ემზადება

ნორვეგია მზად არის მიჰბაძოს ფინეთის მაგალითს და დახუროს საზღვარი რუსეთთან “თუ საჭირო იქნება”, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ.
მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება სიტუაციას როგორც ფინეთში, ასევე ესტონეთში, რომლებიც აწესებენ შეზღუდვებს საზღვარზე შესვლის შესახებ.
ნორვეგიას რუსეთთან საზღვარზე მხოლოდ ერთი საგუშაგო აქვს. იგი მდებარეობს მურმანსკის ოლქის პეჩენგას რაიონის ტერიტორიაზე.
შეგახსენებთ, რომ ფინეთის მთავრობამ, ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან არალეგალური მიგრანტების შემოდინების გამო, გამოაცხადა რუსეთთან საზღვარზე ერთს გარდა, ყველა საგუშაგოს ჩაკეტვის შესახებ. გადაწყვეტილება ძალაში 25 ნოემბრის ღამეს შევა და მინიმუმ 23 დეკემბრამდე იმოქმედებს.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ 22 ნოემბერს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფინეთი ხელისუფლებამ რუსეთთან საზღვარზე ერთის გარდა ყველა სასაზღვრო პუნქტის დახურვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. წინადადება ფინეთის მთავრობამ 23 ნოემბერს უნდა დაამტკიცოს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.