ნორვეგია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მისაწოდებლად 700 მილიონამდე დოლარს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის 7 მილიარდამდე კრონს (დაახლოებით 695.7 მილიონი დოლარი) გამოყოფს, – ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
ნორვეგიის მთავრობაში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები ს გერმანიიდან მიეწოდება.
„გერმანიასთან ერთად, უზრუნველყოფთ, რომ მ მიიღოს ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემები. გერმანია და ნორვეგია ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას ქვეყნისა და მშვიდობიანი მოსახლეობის რუსული საჰაერო თავდასხმებისგან დაცვის ბრძოლაში“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ.
ნორვეგიის მთავრობის ინფორმაციით, ნორვეგია და გერმანია აფინანსებენ Patriot-ის ორ სისტემას, მათთვის განკუთვნილი რაკეტების ჩათვლი. გარდა ამისა, ნორვეგია მონაწილეობს გერმანული მწარმოებლის Hensoldt-ისგან საჰაერო თავდაცვის რადარების და Kongsberg-ისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაში.
„საჰაერო თავდაცვა ასევე გადამწყვეტია სამხედრო ქვედანაყოფებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად. ახლა, გერმანიასთან ერთად, ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას“, – განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ტორე სანდვიკმა.