ნორვეგიამ დაუშვა უკრაინისთვის თავდაცვის პროდუქციის პირდაპირი მიყიდვა

1 იანვარს ამოქმედდა ნორვეგიის მთავრობის მიერ შემოღებული წესი, რომელიც შესაძლებელს ხდის იარაღის და თავდაცვასთან დაკავშირებული პროდუქციის პირდაპირ მიყიდვას უკრაინისთვის – აცხადებენ ოფიციალური პირები ოსლოში.
“რუსეთის აგრესიის ომი საფრთხეს უქმნის უკრაინას, როგორც სახელმწიფოს და ერს” – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბართ ეიდე განცხადებაში და დასძენს: “უმნიშვნელოვანესია გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ნორვეგიის და ევროპის უსაფრთხოებისთვის”.
განცხადების თანახმად, წესის ცვლილება ნორვეგიულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართონ საექსპორტო ლიცენზიებისთვის, საიმისოდ, რომ ამგვარი პროდუქცია უკრაინას მიყიდონ – და ყოველი ასეთი შემთხვევა ცალ-ცალკე იქნება განხილული.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ