ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები: მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადადგას ნაბიჯები, მათ შორის ეუთო-ს რეკომენდაციების განხორციელებით

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები (, , ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაციით შეშფოთებულები არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას  X-ზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე ავრცელებს.

„ჩვენ გამოვედით მოწოდებით საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისკენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების დროს მოხსენებული დარღვევების შესახებ. ჩვენ დავგმეთ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა და დაშინება; ჩვენ ვწუხვართ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ მიმართული მუქარის გამო.

როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, შეშფოთებულები ვართ ქვეყნის გაღრმავებული პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალი გზით. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება კრიზისიდან გამოსავალი და საზოგადოების ნდობის აღდგენა მისი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის ეუთო-ს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით. ასევე ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის განხილვით“, – აღნიშნულია განცხადებაში

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია