ნონა ქურდოვანიძე – სააპელაციო სასამართლოში სარჩელების განხილვა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და კვლავ მიმდინარეობს – შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში, საპარლამენტო სას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და პროცესი კვლავ გრძელდება.
როგორც ქურდოვანიძე “ინტერპრესნიუსთან” განმარტავს, საიამ საქმის გადადების, დაყოფის, მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობები რამდენჯერმე დააყენა, თუმცა არ დაკმაყოფილდა.
“რამდენიმე ტექნიკური შესვენება იყო. ახლა პროცესი განმარტებების ეტაპზეა”, – აღნიშნავს ქურდოვანიძე.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გუშინ დაიწყო. სააპელაციო სასამართლომ საიას 12 და კოალიცია “ჩემი ხმის” საქმეები გააერთიანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – უსამართლო გადაწყვეტილება დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ხალხი აღშფოთდება უსამართლობის და არა „ქართული ოცნების“ მიმართ

კახა კალაძე – ცუდია, როცა ამ სიკეთეს გართმევენ, რატომ უნდა გაუხარდეს ვინმეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, თუმცა, მეორე მხარეს ქვეყნის ინტერესებია – თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, უსამართლობა და ქართველი ხალხის დასჯა იქნება