ნოე მეგრელიშვილი: 21-წლიანი მუშაობის შემდეგ ისე შემიწყვიტეს კონტრაქტი, რომ ოფიციალურად არც კი მითხრეს მიზეზი

„ჩახლართული ამბავია, მაგრამ მოკლედ ვიტყვი:
მითხრეს, რომ პატივს მცემენ როგორც პროფესიონალს და ადამიანს, მაგრამ სამსახურში დატოვებისთვის მომთხოვეს ჩუმად ყოფნა.
სამინისტროში 21-წლიანი მუშაობის შემდეგ ისე შემიწყვიტეს კონტრაქტი, რომ ოფიციალურად არც კი მითხრეს მიზეზი. როგორც ჩანს ჩემი პასუხი არ მოეწონათ. ისე კი, ყველაფერი ცხადზე უცხადესია.
ალბათ, ამის გამო ჩემ შვილებს ბევრი რამ მოაკლდებათ, სამაგიეროდ არც სარკეში და არც მათ თვალებში ჩახედვის შემრცხვება, როდესაც ვასწავლი რა არის ადამიანობა, ქრისტიანობა, ღირსება, მეგობრობა და ქართველობა.
მჯერა, საქართველოში ვერასდროს მოიკიდებს ფეხს დიქტატურა. მჯერა, რომ ჩვენი მომავალი ცივილურ დემოკრატიულ სამყაროშია და არა ავტოკრატიულ წყვდიადში!
🇬🇪🇪🇺“ — ნოე მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გათავისუფლეს

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა