ნოდარ ხარშილაძე – დღეს „ქართულ ოცნებაში“ 3+1 ცენტრი არსებობს, შიდა სამოქალაქო ომია – ასე დაიწყო „ნაციონალურ მოძრაობაშიც“

ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძე აცხადებს, რომ ყოფილი-პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ს პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი პარტიაში არსებული შიდა „სამოქალაქო ომია“.
როგორც ანალიტიკოსმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, პარტიაში რამდენიმე ჯგუფს შორის ფინანსური ინტერესების დაჯახება და ძალაუფლების კვეთა ხდება.
როგორც ხარშილაძე აცხადებს, დღეს „ქართულ ოცნებაში“ „3+1“ ცენტრი არსებობს.
„11 წელზე მეტია, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია. ძალიან ძლიერი და მსხვილი პარტიაა, უზარმაზარი ფულით, სტრუქტურით, რესურსით. ყველა პარტიაში, რაც უფრო დიდი ხანი რჩება ხელისუფლებაში, მით უფრო მეტი პრობლემა იქმნება შიგნიდან.
დღეს „ქართულ ოცნებაში“ 3+1 ცენტრი არსებობს. ერთია, საკმაოდ, დამოუკიდებელი და ავტონომიური ძალის ცენტრი და ეს არის თავისი მერიით. „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე პოპულარული ფიგურა. რომც დასჭირდეთ მისი მოშორება, რთული იქნება, რადგან მას ლეგიტიმური მანდატი აქვს და მისი დასუსტება მოშორების გარეშე სახიფათოა.
ფიგურა ნომერი ორი არის – ირაკლი , რომელიც უძლიერესად ერკვევა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სისტემაში. თურმე, ღამე რომ გააღვიძო, შეუძლია ლანჩხუთის რომელ უბანში, რამდენი ადამიანი, ვის მისცემს ხმას, გითხრათ. ამ დონეზეა გარკვეული. მის გუნდში არის ის ხალხი, ვინც პასუხისმგებელია ხმების მოტანაზე. ასევე, ბოლო 2 წელია პირდაპირ კონტაქტზე გავიდა ბიძინა ივანიშვილთან.
მესამე არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ძალიან მოძლიერდა. გარკვეული სამინისტროები მართვაში ჰყავს. თავდაცვის სამინისტროსა და ფინანსურ ბლოკში თავისი ხალხი ჰყავს.
თუ ყველაზე პოპულარულია, ყველაზე არაპოპულარულია. ღარიბაშვილს რეიტინგი აქვს მხოლოდ „ქართულ ოცნებაში“ – კალაძეს კი შუაშისტებშიც აქვს რეიტინგი.
მეოთხე – პლუს ერთი არის „კლანი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თავის თვალად დატოვა: შინაგან საქმეთა მინისტრი, სუს-ის ხელმძღვანელი, საქართველოს სპეციალური დაცვის პოლიცია, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრები – ვახტანგ გომელაური, ანზორ ჩუბინიძე, რომელიც ივანიშვილის დაცვის ხელმძღვანელი იყო, რომელიც ძალიან ჩრდილშია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. და, რა თქმა უნდა, ეს არის ლილუაშვილი, რომელსაც სუს-ი აბარია. ეს არის რუკა.
ეს უკვე შიდა სამოქალაქო ომია. ასე დაიწყო „ნაციონალურ მოძრაობაში“. წინა საარჩევნოდ მიხვდა, რომ ძვირად დაუჯდებოდა ეს დაპირისპირება. კითხვაა დაიტოვებს სამივეს, თუ ერთ-ერთს გაწირავს? “,- განაცხადა ხარშილაძემ.
მისივე მოსაზრებით, ივანიშვილისთვის ნამდვილი ძალაუფლება ფარული ძალაუფლებაა, ამიტომაც „კომფორტულად იყო იქ, სადაც იყო“.
ამასთან, ხარშილაძე ყოფილი-პრემიერ მინისტრის პოლიტიკაში დაბრუნების რამდენიმე მიზეზს ასახელებს.
„კარგად ვიცით, რომ ივანიშვილს პირდაპირი პასუხისმგებლობა არ უყვარს. მისთვის ნამდვილი ძალაუფლება ფარული ძალაუფლებაა. ამიტომ ძალიან კომფორტულად იყო იქ, სადაც იყო. ის, რაც თქვა, რომ ბოლომდე სიმართლე არ არის. დღეს „ქართული ოცნება“ 100 მანდატის ამღები არ არის სუსტი ოპოზიციის პირობებშიც კი. უბრალოდ ხალხი არ მისცემს ხმას. ის, რომ ოპოზიცია არ წარმოადგენს ისეთ საფრთხეს, რომ ივანიშვილის მობრუნება აუცილებელი გამხდარიყო, ესეც არის.
შეიძლება ივანიშვილმა ჩათვალა, რომ განსხვავებით წინა სა, როდესაც ყოველთვის ჰყავდა სახე, ახლა „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს სახე და შეიძლება ივანიშვილი გამოდგეს ამ სახედ. თუ ერთ-ერთ არგუმენტად ეს ჩათვალა, შეცდომაა. ბიძინა ივანიშვილმა დიდი ხანია დახარჯა თავისი პოლიტიკური კაპიტალი“, – განაცხადა ხარშილაძემ.