ნოდარ მელაძე არის ადამიანი, რომელიც მფარველობს ამ ქვეყანაში კორუფციასა და ნეპოტიზმს

ნოდარ მელაძე არის ადამიანი, რომელიც მფარველობს ამ ქვეყანაში კორუფციასა და ნეპოტიზმს
„ხომ გითხარით ნოდარ მელაძე ჰყავს ყურზეთქო?! ბატონო ნოდარ, სად მომძებნეთ და ვერ მომაგენით? მთელი დღეა, რომ აცხადებთ დაიმალაო, სად მომძებნეთ?“- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მ, „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ნოდარ მელაძეს, რომელიც ჟურნალისტს დირექტივებს ინტერვიუს ჩაწერისას ტელეფონით აძლევდა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნოდარ მელაძე არის ადამიანი, რომელიც მფარველობს საქართველოში კორუფციასა და ნეპოტიზმს.
არის თქვენნაირი აგენტი, ბატონო ნოდარ. გარანტირებულად გეუბნებით, თუ კი ვინმე ამ ქვეყანაში კორუფციას ებრძვის ყველას მტერი ხართ თქვენ. მაგრამ თორნიკე რიჟვაძეს, რაც შეეხება, თქვენ დააბრალეთ უკადრებელი. ნოდარ მელაძე, რომელიც „ყურზე აჯდა“ თავის ჟურნალისტს. ხატია, მისი კორესპონდენტი, რომლის რწმენაც არ აქვს ნოდარ მელაძეს. რომელიც ობიექტურ კითხვებს დასვამდა, რომ არა, ნოდარ მელაძის ასეთი სპეკულაცია. ნოდარ მელაძე არის ადამიანი, რომელიც მფარველობს, ამ ქვეყანაში კორუფციასა და ნეპოტიზმს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა უნდა უზრუნველყონ – დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს

4 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო განვითარებული, მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე – ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი

თბილისი იყო და რჩება საქართველოს ისტორიული მისიის სიმბოლოდ. ამ მისიიდან გამომდინარე, თბილისის განვითარებას ყოველთვის თან ახლდა და ახლავს მრავალი სირთულე, გამოწვევა, რომელთა დაძლევა მუდმივ ძალისხმევას და შრომას საჭიროებს