ნიღბები ჩამოხსნილია. მიხაელ როთი და რამდენიმე ევროპარლამენტარი ხალხის ნებას პატივს არ სცემენ, აგრეთვე ძირს უთხრიან ეუთოს მისიის ნდობას საბჭოური პროპაგანდის სტილში სამარცხვინო დეზინფორმაციის გავრცელებით

ნიღბები ჩამოხსნილია. მიხაელ როთი და რამდენიმე ევროპარლამენტარი ხალხის ნებას პატივს არ სცემენ, აგრეთვე ძირს უთხრიან ეუთოს მისიის ნდობას საბჭოური პროპაგანდის სტილში სამარცხვინო დეზინფორმაციის გავრცელებით
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბუნდესტაგის დეპუტატს მიხაელ როთს და კანადისა და ევროპის რამდენიმე პარლამენტარს არჩევნების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
„ნიღბები ჩამოხსნილია. ქვემოთ წერილზე ხელმომწერები საქართველოში ჩატარებული არჩევნების არა მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენენ და ხალხის ნებას პატივს არ სცემენ, ისინი აგრეთვე ძირს უთხრიან ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ნდობას საბჭოური პროპაგანდის სტილში სამარცხვინო დეზინფორმაციის გავრცელებით“, – წერს სამხარაძე სოციალურ ქსელ X-ში.
როთმა დღეს სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა მისი და რამდენიმე ევროპელი და კანადელი პარლამენტარის საერთო წერილი, რომელშიც ისინი მოითხოვენ პერსონალური სანქციები დაუწესონ მათ, ვინც საქართველოში „არასამართლიანი საპარლამენტო ჩაატარა, დააშინა ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება“.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა