ნიქო გორგილაძე: ამერიკა ამ სახითაც კი ჯერ კიდევ არის საყოველთაო იმედი! დაე, არ გაგვცრუებოდეს ეს იმედი, ჩვენ და დიდებულ ირანელ ერს!

ვლოგერი, ხელოვანი ნიქო გორგილაძე:
კაცობრიობამ კანონები ადამიანისთვის შექმნა და არა პირიქით. აკი სახარებისეული ქრისტეც ამბობს: “შაბათისთვის კი არ შეიქმნა კაცი, არამედ შაბათი შეიქმნა კაცისთვისო”. მოგვწონს თუ არა, მსოფლიო წესრიგი ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო.
დაე, ყველა კანონის დარღვევით განადგურდეს დიქტატორი და საკუთარი ერის მკვლელი!
არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინ არის შტატების პრეზიდენტი დღეს! წინამძღოლები მოკვდავნი არიან, რესპუბლიკა უკვდავია!
ამერიკა ამ სახითაც კი ჯერ კიდევ არის საყოველთაო იმედი! დაე, არ გაგვცრუებოდეს ეს იმედი, ჩვენ და დიდებულ ირანელ ერს!
ღმერთო, დალოცე ამერიკა, მემარცხენეებს მაინც არაფერი ეშველებათ;)

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს