ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლის რიცხვი 15-მდე გაიზარდა

აშშ-ის ქალაქ ნიუ ორლეანში პიკაპით მოწყობილი თავდასხმის შედეგად დაღუპულების რიცხვი 15-მდე გაიზარდა – იტყობინება -ის გამოძიების ფედერალური ბიურო – FBI-ი.
ამავე ცნობით, დანაშაულს, როგორც ჩანს, ”ისლამისტური” ფონი აქვს. ნიუ ორლეანის სასეირნო უბანში – „French Quarter”-ში ახალი წლის ღამეს მოზეიმეებს შორის შეიჭრა პიკაპი, რომლის მძღოლმა განზრახ შეაჯახა მანქანა ვიწრო ქუჩაზე მყოფ ადამიანებს.
პოლიციის მოსვლის შემდეგ ატყდა სროლა – თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს – ორი პოლიციელი დაშავდა. FBI-მ თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა. გამომძიებლების თანახმად, ის მოაწყო აშშ-ის 42 წლის ტეხასელმა მოქალაქემ, რომელიც ადრე აშშ-ის არმიაში მსახურობდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანქანაში ნახეს ასაფეთქებელი მასალა და ექსტრემისტული გაერთიანების “ისლამური სახელმწიფოს” დროშა.
პოლიცია ვარაუდობს, რომ დანაშაულის უკან სხვა პირებიც არიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დამნაშავემ აქტის განხორციელებამდე ინტერნეტით გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მიუთითებს, რომ პირი “ისლამური სახელმწიფოს”, გავლენის ქვეშ იყო.
ლუიზიანის შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.