ნიუ-იორკში, ძლიერი ქარის შედეგად, ტყის ხანძრები გაჩნდა

-ში, ნიუ-იორკში, ძლიერი ქარის შედეგად, ტყის ხანძრები გაჩნდა. ხანძარი ლონგ აილენდსა და ბრუკლინის რაიონში მძვინვარებს. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, შაბათს ნიუ-იორკში, ძლიერი ქარის გამო ხანძრის გაჩენის მაღალი ალბათობის შესახებ გაფრთხილება გამოიცა. ხანძრის მაღალი რისკის ქვეშ ნიუ-იორკის ხუთივე რაიონს მოიცავს.
გუბერნატორმა კეტი ჰოჩულმა, შაბათს, ხანძრის გამო საფოლკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, საფოლკის ოლქის მმართველს ედ რომეინს “ნებისმიერ რესურსს მიაწვდის და მხარდაჭერა ექნება ყველა საკითხში, რაც მას სჭირდება”.
ამასთან, მისი განმარტებით, ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრეებთან ერთად, ნიუ-იორკის ეროვნული გვარდიის ვერტმფრენებიც მონაწილეობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”