ნიუ-იორკში შეიარაღებულმა პირმა ოთხი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ ცათამბჯენში გახსნა, რის შედეგადაც, სამი სამოქალაქო პირი და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიღუპა.
ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა ჯესიკა ტიშმა განაცხადა, რომ სავარაუდო თავდამსხმელი 27 წლის შეინ დევონ ტამურაა, რომელიც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიერვე განხორციელებული სროლის შედეგად მიყენებული დაზიანებით გარდაიცვალა.
ტიშის ცნობით, ეჭვმიტანილი ლას-ვეგასში ცხოვრობდა და ნიუ-იორკში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ავტომობილით ჩავიდა.
„მას ფსიქიკური ჯანმრთელობის ისტორია ჰქონდა. მოტივზე გამოძიება მიმდინარებს და ვცდილობთ გავიგოთ, თუ რატომ აირჩია მან ეს კონკრეტული ადგილი“, – განაცხადა ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა.
