ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მამაკაცმა თავი დაიწვა

ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც ს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მამაკაცმა თავი დაიწვა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მამაკაცი, რომელმაც სასამართლოს შენობის წინ თავი დაიწვა, იდენტიფიცირებულია, როგორც მაქს აზარელო და იგი ფლორიდის შტატიდან არის. აზარელო საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
პოლიციის ცნობით, მამაკაცის სამიზნეს -ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ან სასამართლო პროცესში მონაწილე სხვა პირები არ წარმოადგენდნენ. პოლიციის დეპარტამენტის კომისრის მოადგილემ, ტარიკ შეპარდმა აღნიშნა, რომ პოლიცია მამაკაცს შეთქმულების თეორიების მომხრედ განიხილავს. მამაკაცმა ინტერნეტში მანიფესტი დატოვა, რომელშიც მეგობრებს ბოდიში მოუხადა.
გამოქვეყნებულ პოსტში აზარელო „აპოკალიფსური ფაშისტური გადატრიალების“ შესახებ საუბრობს, კრიპტოვალუტას და ამერიკელ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს, თუმცა კონკრეტულად დონალდ ტრამპს არ გამოყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ