ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა

ნიონში, გოგონთა ასაკობრივი გუნდების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ბ ლიგაში ასპარეზობს, მე-3 ჯგუფში მოხვდა. ჩვენი გუნდის მეტოქეები რუმინეთი, ფარერის კუნძულები და ლატვია იქნებიან. მატჩები 17-23 მარტს, ფარერის კუნძულებზე გაიმართება.
19-წლამდე გოგონათა ნაკრების მეტოქეები ბ ლიგის მე-5 ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიის, ს და ყაზახეთის ასაკობრივი ნაკრებები იქნებიან. შეხვედრები 3-9 აპრილს, საქართველოში გაიმართება.
ორივე ასაკობრივ ჯგუფში, ა ლიგაში ბ ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსნები დაწინაურდებიან.
nakrebi.ge