ნინო წილოსანი ცესკო-ში მომხდარ ინციდენტზე – ამდენი ხანია ცდილობენ შეგვაგუონ აზრს, თითქოს ასეთი უმსგავსობები აქტივიზმია – ეს არის კაციჭამიების დანაშაულებრივი აქტი და სადისტური ქმედება!

ამდენი ხანია ცდილობენ შეგვაგუონ აზრს,რომ თითქოს ასეთი უმსგავსობები -აქტივიზმია. ყველაფერს თავისი სახელი აქვს – ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება! ყველამ უნდა აგოს სათანადო პასუხი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი -ში მომხდარ ფაქტზე აცხადებს, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ საღებავი შეასხა.
მისივე თქმით, „ეს არის კაციჭამიების მორიგი დანაშაულებრივი აქტი და ადამიანის სისხლს დანატრებული დაჯგუფების ბედნიერი ჟივჟივი სოციალურ ქსელებში“.
„ცესკოს თავმჯდომარეს საღებავი თვალებში შეასხეს კაციჭამიების მორიგი დანაშაულებრივი აქტი და ადამიანის სისხლს დანატრებული დაჯგუფების ბედნიერი ჟივჟივი სოციალურ ქსელებში
ამდენი ხანია ცდილობენ შეგვაგუონ აზრს,რომ თითქოს ასეთი უმსგავსობები -აქტივიზმია.
ყველაფერს თავისი სახელი აქვს – ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება! ყველამ უნდა აგოს სათანადო პასუხი“, – წერს ნინო წილოსანი.