“მნიშვნელოვანია ის, რომ არცერთი ექსპერტი არ ვარაუდობდა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ იცოდა, რომ მსოფლიოში მნიშვნელოვანი პროცესები განვითარდებოდა. ის, რაც თვეებისა და წლების შემდეგ ხდებოდა, ჩვენ ეს ყველაფერი იქამდე გავთვალეთ და ზუსტად ამიტომ არის, რომ ამომრჩეველი ბოლომდე გვენდობა […]
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ლიდერები, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, წინასწარ განსაზღვრავენ და განჭვრეტენ რა პროცესები შეიძლება განვითარდეს. იმაზე, რაზეც ჩვენ 1 წლის წინ ვსაუბრობდით, სხვადასხვა ქვეყანა საუბარს ახლა იწყებს – გენდერული პოლიტიკიდან დაწყებული, სუვერენიტეტი იქნება ეს თუ ა.შ.”, – თქვა ნინო წილოსანმა “აჭარის ტელევიზიის” ეთერში.
გადაცემა “თავისუფალი სივრცის წამყვანმა, ვახო ხუზმიაშვილმა კითხვის დასმის დროს წილოსანს უთხრა, რომ არცერთი ექსპერტი არ ვარაუდობდა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს ურთიერთობა ასეთ დონეზე მივიდოდა.




