ნინო წილოსანი – სალომე ზურაბიშვილი უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველომ უნდა იმუშაოს, რათა დაეწიოს უკრაინას და მოლდოვას – რაში უნდა დავეწიოთ, უკრაინას ომში დავეწიოთ თუ მოლდოვას დსთ-ს წევრობაში?

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ჩერდებიან და სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, ანამუსებენ, რომ შეიწყალოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა.
მისივე თქმით, პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ მთელი ოპოზიციური ძალისხმევა სააკაშვილის პოლიტიკური რეაბილიტაციისკენ მიემართება.
„დღეს გაკეთებულმა განცხადებებმაც დაადასტურეს, რომ მთელი ოპოზიციური ძალისხმევა სააკაშვილის პოლიტიკური რეაბილიტაციისკენ მიემართება. ეს ყველაფერი კი ნათლად ადასტურებს, რომ ამ ერთ ბელადს და მის გიჟურ მოქმედებებს მიბმული ადამიანები და პოლიტიკოსები ხართ. მეორეს მხრივ ადასტურებს იმას, რომ თქვენი დამოუკიდებლობა არ გაიშვას და თქვენი ცალკე მდგომობა და „მესამე ძალობა“. ეს არის მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მეტი არაფერი. ყველა აქ მყოფი ოპოზიციური ძალების განცხადებები ან იწყებოდა ან სრულდებოდა სააკაშვილზე ზრუნვით და მერე დაგვისხდებით და დაგველაპარაკებით, რომ როგორ წარმოადგენთ მესამე ძალას და როგორ ემიჯნებით „ნაციონალურ მოძრაობას“. „პირსისხლიანი ჯალათიო“ ახსენა არმაზ ახვლედიანმა, ვიფიქრე მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა. შორს რატომ მიბრძანდებით, აქვე გყავთ პირსისხლიანი ჯალათი, რომელსაც დღენიადაგ იცავთ. სააკაშვილის მიმართ შურისძიება არისო – იურიდიული ტერმინი რომ არ იცით, დამნაშავემ სასჯელი უნდა მოიხადოს, ეს ერთია, მაგრამ ადამიანურადაც არ იცით, რომ ამდენი ქართველის წინაშე რომ დამნაშავეა თქვენი ბელადი, იმან უნდა მოიხადოს სათანადოდ სასჯელი. მაგრამ სათანადოდ ვერ იხდის. ჩემმა კოლეგამ კარგად აღწერა რა ფუფუნებაში იმყოფება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი მანიპულაციები დღემდე გარკვეულ გავლენას ახდენს საზოგადოების პატარა ნაწილსა ან დასავლელ პარტნიორებზე. მიხეილ სააკაშვილის დასავლეთთან ასოცირება დასავლეთის იდეას აზიანებს და თუ მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის ზრუნვის საგანია, ვისი პასუხისმგებლობა იყო მისი დანაშაულები, ვინ აფარებდა და დღემდე ვინ აფარებს და ლობირებს ამ დამნაშავე ადამიანს? კითხვა ჩნდება ასევე, რამდენად აქვს ადგილი სუვერენიტეტში ჩარევას, როცა სალომე ზურაბიშვილს მიუნხენის კონფერენციაზე კონკრეტულ დავალებებს აძლევენ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს არის რა თქმა უნდა, კოორდინირებული, ორკესტრირებული და ძალიან სამწუხარო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ჩერდებიან და სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, ანამუსებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. არ მგონია, რომ ეს ცალკემდგომი პროცესია. ე.წ. პრეზიდენტის დუმილი, სამწუხაროდ, ადასტურებს იმას, რომ ეს კოორდინაცია თვალნათელია. კოორდინაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალურ თუ არაფორმალურ დაჯგუფებებს შორის და სამწუხაროდ, კოორდინაცია სალომე ზურაბიშვილთან.
ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველომ უნდა იმუშაოს, რათა დაეწიოს ს და მოლდოვასო. რაში უნდა დავეწიოთ, უკრაინას ომში დავეწიოთ თუ მოლდოვას დსთ-ს წევრობაში, თუ რაში უნდა დავეწიოთ? ევროკომისიის ანგარიშებიც ადასტურებს, რომ საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. საკუთარ ქვეყანას ეცით ყველამ პატივი და მერე დააყენეთ პირადი ინტერესები“,- განაცხადა წილოსანმა.