ნინო წილოსანი – როცა ქართველი ჯარისკაცები იღუპებოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში, კეზერაშვილი ბრილიანტებს ყიდულობდა და აგროვებდა – ომში ნაყიდმა ბრილიანტებმა საბოლოდ დაასათაურეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი

როდესაც ქართველი ჯარისკაცები იღუპებოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში, როდესაც საქართველოს უმძიმესი დღეები ედგა, კეზერაშვილი ბრილიანტებს ყიდულობდა და აგროვებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, აგვისტოს ომში ნაყიდმა ამ ბრილიანტებმა და გამდიდრებულმა ადამიანებმა უკვე საბოლოდ დაასათაურეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი და მისი წარმომადგენლები.
„როდესაც ქართველი ჯარისკაცები იღუპებოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში, როდესაც საქართველოს უმძიმესი დღეები ედგა, კეზერაშვილი ბრილიანტებს ყიდულობდა და აგროვებდა. გარდა იმისა, რომ ამ ადამიანთან დაკავშირებულია არაერთი დანაშაული, მათ შორის, ქართულო ჯარის ძარცვა, რომელიც სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა, ახლა მასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ყველაზე ამორალური ფაქტი საჯაროვდება. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანის მიერ დაფინანსებული ტელევიზიის, ამ ადამიანის მიერ დაფინანსებული
პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, დღეს კიდევ რაიმე გონორით ან რაიმე უფლებით საუბრობენ და წარმოგვიდგებიან ამ ქვეყნის პოლიტიკაში. ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. აგვისტოს ომში ნაყიდმა ამ ბრილიანტებმა და გამდიდრებულმა ადამიანებმა უკვე საბოლოდ დაასათაურეს “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი და მისი წარმომადგენლები“, – განაცხადა წილოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: როგორ შეიძლება, 20 წლის ბიჭი რომ ხარ და 25 წლის ბიჭი, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა და ამისთვის დაგეცვა შენი პოზიციები, ეს ყველაფერი გაფერმკლდალდა, გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდეგები?