ნინო წილოსანი გოჩა ჯავახიშვილზე – როგორც ჩანს, ბატონი “ელჩყოფილისთვის” თავისი რეკომენდატორის ზარი უფრო მნიშვნელოვანია

როგორც ჩანს, ბატონი “ელჩყოფილისთვის” თავისი რეკომენდატორის ზარი უფრო მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიეკრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საფრანგეთში საქართველოს ელჩის გოჩა ჯავახიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას.
„ბატონი “ელჩყოფილისთვის”, როგორც ჩანს, თავისი რეკომენდატორის ზარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საფრანგეთის ქვედა პალატის მიერ მიღებული გამჭვირვალობის “რუსული კანონი”“, – წერს წილოსანი „ფეისბუქზე“.
საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს. დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ვეღარ ხედავს საკუთარ როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: – ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“.
როგორც ჯავახიშვილი განმარტავს, ის გარემოება და განწყობა, რომელიც “რეინკარნირებული კანონპროექტის გამო“ ქვეყნის მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად მისი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს