ნინო ქურდიანი: მოდი, წარმოვიდგინოთ, საქართველოს სათავეში ღიად პრორუსული მთავრობა რომ მოსულიყო (ფუი ეშმაკს და თვალი არ გვეცეს, რასაკვირველია), რას გააკეთებდა პროევროპულ ქვეყანაში?

ფინანსისტი ნინო ქურდიანი:
მოდი, წარმოვიდგინოთ, საქართველოს სათავეში ღიად პრორუსული მთავრობა რომ მოსულიყო (ფუი ეშმაკს და თვალი არ გვეცეს, რასაკვირველია), რას გააკეთებდა პროევროპულ ქვეყანაში?
ლოგიკურია, დაეწყო თავდაცვის სისტემის დაშლით და გარყვნით. ყველა პატრიოტ სარდალს გაუშვებდა, ზოგის წინააღმდეგ საქმეებს შეთითხნიდა და დააპატიმრებდა, სხვებს აიძულებდა, თავად წასულიყვნენ. ამერიკული წვრთნების პროგრამებს აუცილებლად გააუქმებდა და ნატოს პროგრამებს ჩაშლიდა. ჯარს და სამხედრო სამსახურს დაუკარგავდა პრესტიჟს. განვითარების ნაცვლად სრულად მოსპობდა [ჩანასახის სტადიაზე მყოფ] რეზერვის სისტემას.
შემდეგი, ალბათ, ევროპასთან ინტეგრაციის სტრუქტურები იქნებოდა, მათი დასუსტება და მოშლა ზოგის გაუქმების, სხვებში ხელმძღვანელი პირების ჩანაცვლების გზით.
ამის პარალელურად, სამოქალაქო სექტორთან ბრძოლას წამოიწყებდა – ძლიერი სამოქალაქო სექტორი ხომ გეგმებს ჩაუშლიდა. ღიად პრორუსულ გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სასამართლოს დამოუკიდებლობის სრული ანულირება და დეგრადაცია იქნებოდა. მერე და მერე უკვე ათასგვარი, რუსეთში წარმატებით აპრობირებული, სამოქალაქო უფლებების შემზღუდავი კანონის შემოღების და საქართველოში დანერგვის დროც დადგებოდა.
ამ ყველაფრის ფონზე გაუჩერებლად ისაუბრებდა მორალზე, ადათ-წესებზე, რწმენაზე და ყველაფერ იმაზე, რითაც თავად ფუთავს საკუთარ კაციჭამია პოლიტიკას. ევროპას მიაწერდა არარსებულ საფრთხეებს, რათა whataboutism-ის საუკეთესო ტრადიციებში ინტერესის ცენტრი საკუთარი თავისგან შორს მიემართა…
. . .
რა კარგია, რომ რუსული ხელისუფლება არ გვყავს და ამ ყველაფერს გადავურჩით, არა?! 🙂

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია