ფინანსისტი ნინო ქურდიანი:
ვერ ავუარე ამას გვერდი:
მარიამ ლაშხს მართლა ჰგონია, რომ საბიუჯეტო ანაზღაურება “ხელისუფალისგან” არის?!
ძალიან საბაზისო და ანბანური ჭეშმარიტება მარიამს:
სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის შევსებაზე შენ და ჩემ მიერ გადახდილი გადასახადები დაიხარჯა, არ არის ხელისუფლების ჯიბე. მეტიც, ხელისუფლების ნებისმიერი პირის მიერ აღებული ხელფასიც შენ და ჩემ მიერ არის დაფინანსებული.
რისი ახსნა გვიწევს…

ცნობისათვის, დეპუტატი მარიამ ლაშხი „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრიდან თანამშრომლების რეორგანიზაციის მიზეზით გათავისუფლებას ეხება, ასე ეხმაურება:
„რომელი თანამშრომლები, რომლებიც იძახდნენ, რომ რუსი ხელისუფლება არისო და ყველა ეს კამპანია? ისინი თუ იძახდნენ, მაშინ იმათ კითხეთ. ერთ-ერთ თანამშრომელზე მაქვს ინფორმაცია, რომელიც ამბობდა, რომ რუსი ჰყავს ხელისუფალი და ამ ხელისუფლებისგან ხელფასს იღებდა ისე, რომ თან სამსახურში არ დადიოდა. ყველა, ვინც თავისუფლდება, იმას აქვს შესაბამისი ახსნა-განმარტება, რატომ მოხდა მისი გათავისუფლება. თუ ვინმეს აქვს, ზოგადად ვიძახი, იმის განცდა, რომ რუსი არის ხელისუფალი, ამ რუსი ხელისუფალისგან არც ხელფასი არ უნდა აიღოს.“