ჟურნალისტი, ნინო ჟვანია:
ეს გოგო, მარიამი, 6 წლის შვილს მარტო ზრდისო და გამთენიას სახლიდან რომ აიყვანეს, იმას ვფიქრობ, ნეტა ბავშვი როგორაა და ვისთანაა?
ერთი დაკავებული ბიჭია კიდევ, სახლში მარტო იყო 12 წლის ძმასთან ერთად, როცა სპეცრაზმი შევიდა. ყბაში მუშტი ხიეს, დააგდეს და ისე წაიყვანეს. მარტო რომ დარჩა ოთახში ის 12 წლის შეშინებული ბიჭი ნეტა რას ფიქრობდა? მის ტვინში როგორ დაილექება ეს ამბავი, რა კვალს დატოვებს? ნეტა დიდობაში პოლიციის მიმართ ნდობა თუ ექნება?
მერე კი მარიამ ლაშხის ისტერიკა მახსენდება – მონა რომ დამიძახეს გოგოებმა კაფეში, ჩემი შვილი მეჯდა გვერდით, დაისტრესა, არ შეგვერგო ის ნაყინი, გაგვიფუჭეს ხასიათიო და ამიტომ ეს 19 წლის გოგოები 2 თვით ციხეში გამოკეტეს. ლაშხის შვილის დასტრესვის გამო.
მხოლოდ მათი შვილებია გასაფრთხილებელიც, მოსაფერებელიც და ევროპაშიც განათლების მისაღებად გასაშვებიც. სხვის შვილებს – არაფერი.
ქოცებო, ვინც ასეთ უსამართლობას ხედავთ და ამ, უკვე დამდგარი რეალობის კი არა, მაინც ჰიპოტეტურად ‘ვაითუ’ ნაცების მობრუნების გეშინიათ და იმაზე ნერვიულობთ რაც ეგების და იქნებოდეს იქნება – არ ხართ ნორმალურები.
ცხვირწინ რა გიდევთ ჯერ ის დაინახეთ, ხელის გულზე რაც გაქვთ, შეეშვით მომავლის ვარიანტების გაანალიზებას, არაა ეს თქვენი ძლიერი მხარე. დღეს რა შედეგიც მიიღეთ იმაზე თქვით – ეს გინდოდათ? ეს მოგწონთ?
ან დარწმუნებული ხართ რომ თქვენი შვილებიც თქვენნაირები გაიზრდებიან და ბარიკადების მეორე მხარეს არასდროს იდგება არც ერთი? ფიქრობთ ეს ყველაფერი თქვენ არასდროს შეგეხებათ? თუ ყველა ჩრდილელისნაირი ხართ და აღარც საკუთარი შვილი გეყვარებათ თუ ქოცი არ გაიზრდება? ან “მონანიება” მაინც ხომ ყველას აქვს ამ ქვეყანაში ნანახი და მასეთი ფინალის არ გეშინიათ?