ნინო ნადირაძე: ეგებ ვინმემ კივილ-წივილის გარეშე ამიხსნას…

“ეგებ ვინმემ კივილ-წივილის გარეშე ამიხსნას:
1. თუ ისედაც გამჭვირვალეა, კიდევ ერთხელ რომ დადეკლარირდეს, რა პრობლემაა?
2. არ ჯობს, ყველამ გავიგოთ, რა სიკეთეებს ხმარდება ეს თანხები და როგორ ისახება ეს რიგით მოქალაქეებზე, გაგვიხარდეს და მადლობას ვიტყვით და შემდეგ თუ რამე პრობლემას უსამართლოდ შეუქმნის სახელმწიფო ამ ორგანიზაციებს, აქტიურად გავაპროტესტებთ და დავიცავთ მათ🙏
3. სხვა თუ არაფერი, გამიხარდება, რომ ამ ორგანიზაციებში დასაქმებულები კარგ ხელფასებს იღებენ და არჩენენ თავის ოჯახებს, გაჭირვებული ქვეყნისთვის ესეც კარგია,” – წერს სოციალურ ქსელში ნინო ნადირაძე.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

ასევე დაგაინტერესებთ