სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას განაცხადებით, სამოქალაქო აქტივისტების დასჯა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაა და მათი უკანონო ბრძანებების შესრულებაში ჩართულები არიან, როგორც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, ისე მოსამართლეები.
მისივე თქმით, საქართველო არის მონიტორინგის ქვეშ და საქართველოს ყველა პარტნიორი „ინფორმირებულია თითოეული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით“.
„როგორც ვხედავთ, ჩვენს მიერ შეფასებულ საქმეებში იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია. ამ პირების სამაგალითოდ დასჯა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაა და მისი უკანონო ბრძანებების შესრულებაში ჩართულები არიან, როგორც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, ისე მოსამართლეები.
პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სამოქალაქო აქტივისტების მიმართ გამოგონილი და ყალბი ბრალდების საქმეების შეკერვაზე:
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები: ლევან ტაბიძე, ალექსი კობერიძე, რევაზ ზირაქაშვილი, გიორგი ხარგელია, გიორგი გურეშიძე, გიორგი ლობჟანიძე, გრიგოლ კაჭკაჭიშვილი, პაატა მჭედლიშვილი, ლაშა თავაძე, ემილ კუპრავა, მირზა ჯაფარიძე, ლაშა ხარხელაური, გიორგი როსოფიძე, არჩილ ნაცვლიშვილი, ედგარ ოგანესიანი, გიორგი ჩიკვაიძე, ზურაბ რუსიშვილი.
პროკურორები: შმაგი გობეჯიშვილი, ნუგზარ ჭიტაძე.
მოსამართლეები: არსენ კალატოზიშვილი, სპარტაკ პავლიაშვილი, ლელა მარიდაშვილი, ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, მზია გარშაულიშვილი, ნანა შამათავა.
აქვე ვეხმიანებით ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური პატიმრებისა და ივანიშვილის მძევლების (სულ 52 ადამიანის) სიას, ასევე იმ პირების – მოსამართლეებისა (19 მოსამართლე) და პროკურორების (18 პროკურორი), რომლებიც ეხმარებიან ივანიშვილს ამ ადამიანების უკანონო პატიმრობაში, მათი უფლებების დარღვევასა და ჩაგვრაში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის მონიტორინგის ქვეშ და ყველა ჩვენი პარტნიორი ინფორმირებულია თითოეული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. ასევე, მათთვის ცნობილია, ვის ეყრდნობა ივანიშვილი და ვის აძლევს უკანონო ბრძანებებს, პოკურორები იქნებიან ისინი თუ მოსამართლეები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსამართლეებს და პროკურორებს, გაემიჯნონ ამ საქმეებს და იმოქმედონ კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ლომჯარიამ.
