ნინო ლომჯარია აპირებს, რომ ქართველ ხალხთან ერთად პოლიციას ღირსება დაუბრუნოს

ნინო ლომჯარია აპირებს, რომ ქართველ ხალხთან ერთად პოლიციას ღირსება დაუბრუნოს. ამის შესახებ მან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, სადაც გვერდს “მთავარი არხის” ტროლი, უმშვენებდა.
„შეუძლებელია, ვისაუბროთ ქართულ პოლიციაზე და არ გავიხსენოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის ბრძოლას და დაიღუპნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. ეს 14 პოლიციელია ქართული პოლიციის სახე და არა ის პოლიციის ფორმაში გადაცმული ნიღბიანი კრიმინალები. ისინი არ წარმოადგენენ ქართულ პოლიციას. ჩვენ, ხალხი დავუბრუნებთ ქართულ პოლიციას ღირსებას, რადგან ჩვენ ვემსახურებით საქართველოს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ