ნინო ლაცაბიძე – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველას გვაერთიანებს, 26 მაისი საამაყოა თითოეული ქართველისთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის

რუსთავის მერიის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ასმეექვსე წლისთავს, რუსთავშიც მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავენ.
მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით, წლევანდელი 26 მაისი, რუსთავში ღონისძიებების მრავალფეროვნებითაა გამორჩეული.
ინფორმაციის მიხედვით, უკვე მეორე წელია, რუსთაველები მთავარ სახელმწიფო დღესასწაულს, დამოუკიდებლობის სკვერში აღნიშნავენ. სწორედ, აქ იმართება 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წელსაც.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველას გვაერთიანებს, 26 მაისი საამაყოა თითოეული ქართველისთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ვერთიანდებით ჩვენს ქალაქებში და მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 106-ე წელს აღვნიშნავთ წელს, ამისთვის დილიდან ემზადება მთელი საქართველო და რა თქმა უნდა რუსთავშიც გვაქვს სამზადისი. დღეს აქ მოსულ სტუმრებს და რუსთაველებს დახვდეთ სასიამოვნო და საინტერესო გარემო. აბსოლუტურად ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება აქ საინტერესო სივრცეები, განსაკუთრებით რაც პატარებს ახარებთ, გმირთა მემორიალთან არის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკა გამოფენილი. დღეს აქ ჩვენი ქალაქის ისტორია იქნება წარმოდგენილი, ის რაც რუსთაველებისთვის საამაყოა. ველოდებით ყველას, ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე“, – განაცხადა რუსთავის მერმა, მ.
მერიის განმარტებით, გმირთა მემორიალთან დილიდან გამოფენილია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკა, ტერიტორიაზე განთავსებულია საქართველოს და რუსთავის ისტორიის ამსახველი პავილიონები, გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დღის 14:00 საათიდან 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნება.
„დამოუკიდებლობის დღე საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში არის ძალიან გამორჩეული თარიღი. გამორჩეულად აღინიშნება დღევანდელი დღე რუსთავში, ისევე როგორც მთელს საქართველოში. ღონისძიებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება გმირთა მემორიალსა და დამოუკიდებლობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე. ტრადიციულად აქ წელსაც წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა, ასევე აქ მოსულ რუსთაველებსა და ქალაქის სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში დახვდებათ საინტერესო ღონისძიებები და საღამოს დაასრულებს საზეიმო კონცერტები. ზუსტად 17:10 საათზე ისტორიულ დროს სცენაზე შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი“, – განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი შატაკიშვილმა.
ინფორმაციის თანახმად, მთელი დღის განმავლობაში, დამოუკიდებლობის სკვერი სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობებით დაიტვირთება. ღონისძიებების ფარგლებში, მოეწყობა თემატური საგამოფენო სივრცეები, რომლებიც რუსთავის ისტორიასა და თანამედროვეობის მნიშვნელოვან მოვლენებს, საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ დამფუძნებლის, აკაკი ჩხენკელის 150 წლის იუბილესა და ქართული დიპლომატიის ისტორიას მიეძღვნება. ცალკე საგამოფენო სივრცე – „საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა“ კი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგიას ასახავს.
ასევე, 17:10 საათზე რუსთავში, ისევე როგორც მთელს საქართველოში შესრულდება საქართველო 20:00 საათიდან კი 26 მაისის სცენას ჯგუფი „გუფი ლენდი“ დაიკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ