ნინო კალანდაძე – მოსკოვის ამოცანას წარმოადგენს, საქართველოზე კონტროლი შეინარჩუნოს და ამ ხაზს ემსახურება, რომ მათთვის მართვის ბერკეტი ოკუპირებული ტერიტორიებია – გვჭირდება საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები

მოსკოვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, რომ საქართველოზე კონტროლი შეინარჩუნოს და ამ ხაზს ემსახურება, რომ მათთვის, მართვის ბერკეტი ოკუპირებული ტერიტორიებია – გვჭირდება საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები, – ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ თანადამფუძნებელმა, ნინო კალანდაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოკუპირებულ გალში ე.წ. მილიციის თანამშრომლების მიერ საქართველოს მოქალაქის ცემისა და მისი გარდაცვალების ფაქტს.
კალანდაძის თქმით, „საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია დიალოგი პარტნიორებთან და არა ოკუპანტთან“.
ს ამოცანაა, რომ რეგიონში მყარად იყვნენ წარმოდგენილი, რომ რეგიონის შენარჩუნება შეძლონ. ეს ბერკეტი დღეს შესუსტებული აქვთ – აზერბაიჯანმა სხვა ალიანსი არჩია რუსეთთან პარტნიორობას; ოფიციალური ერევანიც, ასე ჩანს, რომ დასავლური ალიანსებისკენ იხრება. ამიტომ, მოსკოვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგეს, რომ საქართველოზე შეინარჩუნოს კონტროლი. ამ ხაზს ემსახურება ის, რომ მათთვის, მათი მართვის ბერკეტი ოკუპირებული ტერიტორიებია“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.
თავად ფაქტზე, ნინო კალანდაძე ამბობს, რომ საგანგაშოა და „მიანიშნებს იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება არათუ უმჯობესდება, არამედ უარესდება“.
„ეს არის საგანგაშო ფაქტი იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ტიპის ინციდენტები გახშირებული იმ ფონზე, როდესაც განაცხადი გვაქვს გაკეთებული მეტი უსაფრთხოების სვლის, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება არათუ უმჯობესდება, არამედ უარესდება. ქართულ სახელმწიფოს არ აქვს არანაირი ბერკეტი რომ რაიმე ფორმით, ირიბად მაინც მართოს პროცესი. არათუ იურისდიქციის აღდგენისკენ, დეოკუპაციისკენ მიდის მოლაპარაკებები, არამედ ყველა საუბარი, რომელიც დეოკუპაციას და უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას უნდა ემსახურებოდეს, გაყინულია. მოლაპარაკებები, პრაქტიკულად, არცერთ მხარესთან არ მიმდინარეობს. მოლაპარაკების ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების უზრუნველყოფას და საერთაშორისო მონიტორინგს გულისხმობს, ჟენევის მოლაპარაკებებია, რომელსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში არანაირი პროგრესი არ ჰქონია. უფრო მეტიც, ის, პრაქტიკულად, ეფექტურად ჩანაცვლდა რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკების, აბაშიძე-კარასინის ფორმატით, რომლის მანდატიც არ ითვალისწინებს უსაფრთხოების საკითხებს, ისევე როგორც არ ითვალისწინებს დეოკუპაციის, შესაბამისად, დევნილების დაბრუნების საკითხს“,- განაცხადა ნინო კალანდაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. თემურ კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზი”. ცხელი ხაზის“ გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა. უწყების თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესი.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს