ნინო თანდილაშვილი ფერმერთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ფერმერთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გახსნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „ფერმერთა დღე“ სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.
„პირველ რიგში, მინდა ფერმერებს მივულოცო დღევანდელი დღე და წარმატებები ვუსურვო საქმიანობაში. ფერმერები ქმნიან დოვლათს ჩვენი ქვეყნისთვის. სოფლის მეურნეობა ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ყოველწლიურად, ჩვენ ვაძლიერებთ მხარდამჭერ მექანიზმებს არაერთი მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში, შთამბეჭდავია ის რიცხვები, რასაც ჩვენ ვხედავთ სოფლის მეურნეობაში როგორც წარმოების ზრდის კუთხით, ასევე ახალი გადამმუშავებელი საწარმოების გახსნის მიმართულებით. რა თქმა უნდა, გვაქვს პრიორიტეტული სექტორები, სადაც სახელმწიფო ეხმარება ფერმერებს საერთაშორისო ბაზრებზე საექსპორტო პოტენციალის გაზრდის და ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით. ამ მხარდაჭერას, ფერმერების საჭიროებებიდან გამომდინარე, მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ. ევროინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას იმისათვის, რომ უფრო მეტი ქართული ხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ, რომელიც ბუნებრივია კონკურენციას გაუწევს და იქნება სასურველი ევროკავშირის ბაზრებისთვის. ეს არის ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი. სწორედ ამ პროდუქციას ქნიან ჩვენი ფერმერები. ფერმერებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელი დღეს”, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
„ღონისძიების ფარგლებში, 9 ნომინაციაში გამარჯვებული ფერმერები დაჯილდოვდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, ფერმერის დღეს 2015 წლიდან აღინიშნავს.
ფერმერების დაჯილდოების ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი, მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სექტორული ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა