ნინო ევგენიძე – ამომწურავად ვუპასუხე ყველა იმ შეკითხვას, რაც გამოძიების მხრიდან იყო დასმული

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ანგარიშები არ ყოფილა დაყადაღებული, ჩვენი სახსრები არ ყოფილა გამოყენებული საერთოდ არაფრის შესაძენად, – ამის შესახებ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა, ნინო ევგენიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ევგენიძემ აღნიშნა, ორგანიზაციის წევრები მხოლოდ პროტესტში იღებდნენ მონაწილეობას და აქციების ორგანიზებაში ჩართულები არ ყოფილან.
„კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს „პირბადეების საქმე” თავიდან ბოლომდე ძალიან კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს. „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ანგარიშები არ ყოფილა დაყადაღებული, ჩვენი სახსრები არ ყოფილა გამოყენებული საერთოდ არაფრის შესაძენად. გარდა იმისა, რომ პროტესტის მონაწილეები ვიყავით, არანაირ ორგანიზებაში და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა არ მიგვიღია.
მე ვფიქრობ, რომ ყველა კითხვას გაეცა პასუხი. მოსამართლე კმაყოფილი ჩანდა ამ პასუხებით და ამომწურავად ვუპასუხე ყველა იმ შეკითხვას, რაც გამოძიების მხრიდან იყო დასმული”, – განაცხადა ნინო ევგენიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – თუ ეს ისეა, როგორც გადმოსცემენ, მაშინ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმია – ვის აწყობდა ეს? ვის სჭირდებოდა ეს? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას

გივი მიქანაძე – საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია – განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება