ნინო დოლიძე – მოსახლეობა აჩვენებს უპრეცედენტო თავგანწირვას საკუთარი დემოკრატიული მომავლისთვის, ევროპული მომავლისთვის და ეს ნამდვილად აღმაფრთოვანებელია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

საქართველოს მოსახლეობა აჩვენებს უპრეცედენტო თავგანწირვას საკუთარი დემოკრატიული მომავლისთვის და ევროპული მომავლისთვის და ეს ნამდვილად აღმაფრთოვანებელია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, – ამის შესახებ “სამართლიანი ს” ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეები არ შეეგუებიან საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილებას.
„ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა განცხადებას და მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეებისადმი. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილებას და იმ იდეას, რისთვისაც ამდენი ხანი მოვდივართ“, – განაცხადა ნინო დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან“.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება, ნინო დოლიძე აცხადებს, რომ „ჩვენი პარტნიორები ამას აკეთებენ ხალხის მხარდასაჭერად“.
„ძალიან სამწუხაროა -გან ამ განცხადების მოსმენა და ჩვენ არავის არ გვსურდა ამის მოსმენა. არაერთი გაფრთხილება იყო „ქართული ოცნებისადმი“, რომ არ გადაედგათ ასეთი ნაბიჯები, რასაც ვხედავდით, მათ შორის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. უბრალოდ, ჩვენი პარტნიორები ამას აკეთებენ ხალხის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა – ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება