ნინო დოლიძე – ზოგ უბანზე მისული კაცი ამომრჩევლის რაოდენობა, უფრო მეტია ვიდრე ამავე უბანზე სიაში რეგისტრირებული მამაკაცთა რაოდენობა, რაც მანიპულაციაზე მიუთითებს

ISFED-ის დირექტორმა ნინო დოლიძემ, თავის გუნდთან ერთად 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც გენდერული ნიშნით ამომრჩეველთა რაოდენობაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, არსებობს საარჩევნო უბნები, სადაც მამაკაცთა აქტივობა უფრო მაღალია, ვიდრე უბანზე რეგისტრირებულ საარჩევნო სიაში კაცი ამომრჩევლის რაოდენობა.
“26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა რაოდენობას რომ დავაკვირდით, გამოვავლინეთ საყურადღებო ტენდენცია გენდერულ საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენ მივმართეთ ცესკოს და გამოვითხოვეთ ინფორმაცია, ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით, ქალებისა და კაცების მიხედვით.
მოწოდებული ინფორმაციის პირველადმა ანალიზმა გამოკვეთა, რომ გარკვეულ უბნებზე ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის რაოდენობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს გამორიცხულ, ან არაბუნებრივ მახასიათებლებს. მაგალითად, 62 საარჩევნო უბანზე, რეგისტრირებული სიიდან კაცი ამომრჩევლის რაოდენობა 80-100%-მდე იყო, ქალების 57%.
გარდა ამისა, ზოგიერთ უბანზე გამოიკვეთა ფაქტები, როდესაც ამომრჩევლის აქტივობა, თეორიულ მაჩვენებელს უტოლდება, ზოგიერთ უბანზე მისული კაცი ამომრჩევლის რაოდენობა, უფრო მეტია, ვიდრე ამავე უბანზე სიაში რეგისტრირებული მამაკაცთა რაოდენობა, რაც ვალიდურობის შემთხვევაში, უბნებზე მანიპულაციაზე მიუთითებს.
ასევე, გამოვლინდა, რომ 275 საარჩევნო უბანზე ერთიანი სიიდან კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის მაჩვენებლების სხვაობა – 20 პროცენტულ პუნქტზე მაღალია. გვაქვს 23 საარჩევნო უბანი, სადაც კაცი ამომრჩევლების აქტივობა, აღემატება ამომრჩეველთა სიაში მამაკაცთა რაოდენობას”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას